logo_geo
ქარიშხალ „ირმას“ ფლორიდაში 9 ადამიანი ემსხვერპლა
- +

12 სექტემბერი. 2017. 11:23



ქარიშხალ „ირმას" ფლორიდაში 9 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ფლორიდა, კერძოდ, მაიამი დააზარალა. მოსახლეობა ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის შტორმი ჯორჯიისკენ მიემართება.


აშშ-ის ცენტრალური ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილობრივ საგანგებო სამსახურს კიდევ 20 შტატის მაშველთა ჯგუფები ეხმარებიან.



 

big_banner
არქივი