logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: რაღაც არ მოგვეწონა და გავაჩმახოთ აღარ არის ჩემი სტილი - დავბრძენდი!
- +

12 სექტემბერი. 2017. 20:01


საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის რეგიონებში მხარდამჭერებთან შეხვედრებს იწყებს.


„უკრაინელებს აქვთ დიდი თვითორგანიზაცია. არავინ გიჟი არ არის და უკრაინის მტერი აქ არავინ არის. უკრაინის მტრები ისინი არიან, ვინც ყიდის უკრაინას ყოველდღე.

 

ჩვენი ამოცანაა, რომ გამოვჩნდეთ, როგორც სერიოზული ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უბრალოდ, მოდი, ახლა რაღაც არ მოგვეწონა და გავაჩმახოთ, ეს არ არის ჩემი სტილი ნამდვილად. ყოველშემთხვევაში, ახლა ნამდვილად აღარ არის. დავბრძენდი, დავჭკვიანდი და ფრთხილი ვარ, მაგრამ ამავე დროს, ბოლომდე წამსვლელი ვარ, რადგან სწორ საქმეს ვემსახურები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


 

big_banner
არქივი