logo_geo
Apple-მა ახალი სმარტფონები წარადგინა
- +

12 სექტემბერი. 2017. 23:18


Apple-მა iPhone 8 და 8 Plus-ი წარადგინა. კორპორაცია ახალი სმარტფონების პრეზენტაციას ამ წუთებში მართავს.


გარეგნულად ახალი სმარტფონები გასული წლის მოდელისგან რადიკალურად არ განსახვავდება და სიახლე მხოლოდ ისაა, რომ მისი უკანა გარეკანი შუშისგანაა.


iPhone 8 და 8 Plus-ი 3 ფერშია წარმოდგენილი. ესენია: შავი, ვერცხლისფერი და ვარდისფერი.


ახალ სმარტფონებს 6-ბირთვიანი ახალი პროცესორები აქვთ, რომლის წყალობითაც მისი სისწრაფე 70%-ით გაიზარდა.


Apple-მა iPhone 8 და 8 Plus-ის გარდა iPhone X-ის პრეზენტაცია გამართა. მისი ერთ-ერთი განსაკუთრებულება სახის ამოცნობის ტექნოლოგიაა. კომპანიის მტკიცებით, ეს დაცვის საუკეთესო საშუალებაა და iPhone X-ის გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

გარდა ამისა, Face ID-ის დახმარებით შესაძლებელია გადახდების განხორციელება, რადგან მას Apple Pay-ის მხარდაჭერა აქვს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი