logo_geo
ჰილარი კლინტონი: მე უამრავი შეცდომა დამიშვია
- +

13 სექტემბერი. 2017. 00:35


ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი წლების განმავლობაში დაშვებულ შეცდომებზე, სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებსა და მის პოლიტიკურ ხედვაზე საკუთარ წიგნში საუბრობს. CNN-ის ცნონით, კლინტონის წიგნში სახელწოდებით - „რა მოხდა" (What Happened), დიდი ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიას ეთმობა. ყოფილი სახელმწიფო მდივანის კრიტიკის მთავარი ობიექტი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.


ჰილარი კლინტონი წიგნის შესავალში წერს, რომ მას მრავალი შეცდომა დაუშვია.


„მე ყოველთვის საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობდი და მე უამრავი შეცდომა დამიშვია, რაზეც პასუხს მხოლოდ მე ვაგებ და არა ჩემი ოჯახის წევრები ან რომელიმე თანამშრომელი, არამედ მხოლოდ მე" - წერს ჰილარი კლინტონი წიგნის პროლოგში.


წიგნში ასევე საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ გენდერულ უთანასწორობასა და თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ საფრთხეზე ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სახით.


 

big_banner
არქივი