logo_geo
„სამეფო კარის თამაშების“ ავტორები სერიალის ფინალის სხვადასხვა ვერსიას გადაიღებენ
- +

14 სექტემბერი. 2017. 16:45



სერიალ „სამეფო კარის თამაშების" შემქმნელები მერვე სეზონის ფინალის რამდენიმე ვერსიას გადაიღებენ, რათა თავიდან აიცილონ სპოილერების გაჟონვა. ამის შესახებ HBO-ს წარმომადგენელმა კეისი ბლოზმა განაცხადა.


„აპირებენ, რომ გადაიღონ სხვადასხვა ვერსია, რათა ვერავინ მიხვდეს, რომელია ჭეშმარიტი. ამის გაკეთება უკვე აუცილებელი გახდა, - აღნიშნა ბლოიზმა.


1 აგვისტოს, HBO-ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ჰაკერები წერენ, რომ ჯამში 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს. სერიალის ჩვენების თითქმის ყოველ კვირას, ინტერნეტში წინასწარ ვრცელდებოდა როგორც მთლიანი სერია, ასევე სცენარებიც.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი