სერიალ „სამეფო კარის თამაშების" შემქმნელები მერვე სეზონის ფინალის რამდენიმე ვერსიას გადაიღებენ, რათა თავიდან აიცილონ სპოილერების გაჟონვა. ამის შესახებ HBO-ს წარმომადგენელმა კეისი ბლოზმა განაცხადა.
„აპირებენ, რომ გადაიღონ სხვადასხვა ვერსია, რათა ვერავინ მიხვდეს, რომელია ჭეშმარიტი. ამის გაკეთება უკვე აუცილებელი გახდა, - აღნიშნა ბლოიზმა.
1 აგვისტოს, HBO-ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ჰაკერები წერენ, რომ ჯამში 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს. სერიალის ჩვენების თითქმის ყოველ კვირას, ინტერნეტში წინასწარ ვრცელდებოდა როგორც მთლიანი სერია, ასევე სცენარებიც.