logo_geo
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა!
- +

15 სექტემბერი. 2017. 21:50



2000 წლიდან პირველად, მსოფლიო შიმშილის ზღვარი, 815 მილიონ ადამიანს გადაცდა (დედამიწის მოსახლეობის 11%). ამის შესახებ, ყოველწლიურ ანგარიშს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO აქვეყნებს.


ექსპერტების გამოთვლებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა 38 მილიონით გაიზარდა. FAO-ს თქმით, ეს შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, სტიქიურმა უბედურებამ და კლიმატის ცვლილებამ განაპირობა. უმეტესობა მოშიმშილე აზიასა (520 მილიონი) და აფრიკაში (243 მილიონი) ცხოვრობს, 489 მილიონი კი კონფლიქტურ ზონაში.


„ეს საშიში რიცხვებია, რომლის იგნორირება არ შეგვიძლია. 2030 წლისთვის, უკვე ვეღარაფერს გამოვასწორებთ თუ ახლავე არ შევეწინააღმდეგებით ყველა ფაქტორს, რომელიც ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ვნებს", - წერს FAO ოფიციალურ განცხადებაში.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი