logo_geo
სწრაფი ვიდეოები Facebook-ზე - როგორ ვუყუროთ ვიდეოს ინტერნეტის გარეშე
- +

18 სექტემბერი. 2017. 23:59


FACEBOOK-ი სწრაფი ვიდეოების ფუნქციას ტესტავს. კომპანიამ სწრაფი და ინტერაქციული სტატიები უკვე დიდი ხანია ჩაუშვა. ასეთი სტატიები დაკლიკვის შემდეგ 10-ჯერ უფრო სწრაფად იხსნება, ვიდრე ჩვეულებრივი, ვებგვერდიდან გაზიარებული ბმულები. სწრაფი ვიდეოებიც სწორედ ამ ლოგიკით იმუშავებს. Instant video-ების ტესტირება ანდროიდებზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს.


​FACEBOOK-ის კვლევების მიხედვით, მომხმარებლები სწრაფ სტატიებს უფრო დიდი რაოდენობით კითხულობენ და მისი შუაში მიტოვების ალბათობაც უფრო ნაკლებია. შესაბამისად, სწრაფი ვიდეოების ფუნქცია გაზრდის სოციალურ ქსელში ვიდეოს მნახველთა რაოდენობასაც.


​სწრაფი ვიდეოების ფუნქცია ძალიან მარტივად იმუშავებს. როდესაც ჩვენი ტელეფონი ვაიფაის დაუკავშირდება, სოციალური ქსელი ავტომატურად შეინახავს რამდენიმე ვიდეოს და მისი ნახვა მობილური ინტერნეტის გახარჯვის გარეშეც შეგვეძლება.


​სწრაფი ვიდეობის ფუნქციის დამატებით კმაყოფილია, როგორც მომხმარებელი, ისე რეკლამის დამკვეთი. მას პოტენციურ დამკვეთთან წვდომა ინტერნეტის გარეშეც ექნება. 


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი