logo_geo
საუდის არაბეთში ქალებს ავიადისპეჩერობის უფლება მისცეს
- +

19 სექტემბერი. 2017. 00:52


საუდის არაბეთში მცხოვრები ქალები, პირველად სამეფოს ისტორიაში, ავიადისპეჩერის პოზიციაზე მუშაობას შეძლებენ. ამის შესახებ გამოცემა Arabian Business-ი წერს.


Saudi Air Navigation Services-ი, მზადაა მიიღოს ქალი თანამშრომლები, მაც შემდეგ რაც ისინი სახელმწიფო აკადემიაში სამოქალაქო ავიაციის ერთწლიან კურსს გაივლიან


გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს სიახლე პროგრამა Vision 2030-ის ნაწილია, რომელიც სამეფოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას გულისხმობს.


საუდის არაბეთში ქალებს, ქმრის ან ახლო ნათესავი კაცის გარეშე, არ შუეძლიათ ეწვიონ სახელმწიფო დაწესებულებებს, მათ შორის აეროპორტებს. ნებისმიერი სოციალურ აქტივობაში მონაწილეობისთვის, მათ აუცილებლად უნდა აიღონ ნებართვა კაცისგან, მათ შორის განათლების მიღების.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი