logo_geo
ყველაზე უდარდელ ქალაქად შტუტგარტი დასახელდ
- +

20 სექტემბერი. 2017. 21:10


ყველაზე უდარდელ და სტრესისგან თავისუფალ ქალაქებს შორის ოთხი გერმანული ქალაქია, ხოლო ყველაზე დასტრესილი ადამიანები ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ცხოვრობენ. ამაზე მოწმობს ბრიტანული კომპანია Zipjet-ის კვლევა.


სტრესის დონის განსაზღვრა რამდენიმე ფაქტორით ხდებოდა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, უსაფრთხოების დონე, ვაჭრობის ხარისხი, გამწვანების პროცენტი, მზიანი დღეების რაოდენობა, სამუშაო ადგილების რაოდენობა, საზოგადოებრივი ტანსპორტის სისტემა, ჰაერის დაბინძურების დონე, ადამიანების ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა.


გარდა ამისა, დამატებითი კრიტერიუმი იყო დამოკიდებულება უცხოელების მიმართ და გენდერული თანასწორობა.


ყველაზე უდარდელ ქალაქად გერმანიის შტუტგარტი დასახელდა, შემდეგია ჰანოვერი, მიუნხენი და ჰამბურგი. სიაში ასევე მოხვდა ლუქსემბურგი, შვეიცარიის ქალაქი ბერნი, საფრანგეთის ბორდო, შოტლანდიის ედინბურგი და ავსტრიის ქალაქი გრაცი.


ყველაზე დასტრესილი ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილზეა ბაღდადი, მეორე ადგილზე - ავღანეთის დედაქალაქი ქაბული, მესამეზე კი ნიგერიის ლაგოსი. ამავე სიაში მოხვდა, დაკარი (სენეგალი), კაირო (ეგვიპტე), თეირანი (ირანი), დაკა (ბანგლადეში), კარაჩი (პაკისტანი), ნიუ-დელი (ინდოეთი) და მანილა (ფილიპინები).


საქართველოს ქალაქები არცერთ ამ სიაში არ არის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი