logo_geo
დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას არარსებული სახელმწიფო „ნამბია“ ახსენა
- +

21 სექტემბერი. 2017. 03:29


დონალდ ტრამპი დღეს ნიუ-იორკში აფრიკული სახელმწიფოების პრეზიდენტებს შეხვდა. ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ სიტყვით გამოსვლისას მან არარსებული სახელმწიფო „ნამბია" ახსენა, სადაც, მისი თქმით, ჯანდაცვის წარმატებული სისტემა მოქმედებს.


მედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, გულისხმობდა თუ არა ტრამპი ზამბიას, გამბიას თუ ნამიბიას.


აღმოჩნდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „ნამბიაში" ნამიბიას გულისხმობდა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში სწორედ ეს სახელმწიფო იყო მითითებული.


შეხვედრაზე ტრამპმა აფრიკელ ლიდერებს ისიც უთხრა, რომ მათ ქვეყნებში მისი მეგობრები ფულის საშოვნელად ჩადიან.


 

big_banner
არქივი