logo_geo
გაერო-ს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 4 000-ზე მეტი ლტოლვილი იღუპება
- +

22 სექტემბერი. 2017. 17:50


გაერო-ს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 4 000-ზე მეტი ლტოლვილი იღუპება.


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელ ჯოელ მილმანზე დაყრდნობით სააგენტო „ანადოლუ" იუწყება, რომ 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში 4002 ლტოლვილი დაიღუპა. 2017 წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპულ ქვეყნებში 133 640 ლტოლვილი ჩავიდა, მათ შორის 75% - იტალიაში. ამავე პერიოდის განმავლობაში 2556 ლტოლვილი ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო.


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წელს ეგეოსის ზღვის გავლით საბერძნეთში მოხვედრის მცდელობისას 45 ლტოლვილი დაიღუპა. მილმანის თქმით, მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე 263 მიგრანტი დაიღუპა.


 

big_banner
არქივი