logo_geo
ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
- +

23 სექტემბერი. 2017. 16:15



ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.


სამხედრო აღლუმის შემდეგ ირანში ხორემშეხრის​ რაკეტა გატყორცნეს, რომელმაც 2000 კილომეტრი დაფარა.


აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეომასალა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. ირანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ირანს აქვს რესურსი ბალისტიკურ რაკეტაში ბირთვული ქობინები დაამონტაჟოს.


ხორემშეხრის​ ბალისტიკური რაკეტის გამოცდას შეშფოთება მოჰყვა ვაშინგტონში.











 

big_banner
არქივი