logo_geo
შავი ზღვაში 2 ათასი წლის წინ ჩაძირული გემები იპოვეს
- +

23 სექტემბერი. 2017. 20:18

 


შავი ზღვის ფსკერზე, ბულგარეთის ნაპირებთან, ათობით რომაული, ბიზანტიური და ოსმალური გემი იპოვეს. 2 წლის განმავლობაში მეცნიერებმა 60 გემთან ერთად, სხვადასხვა არტეფაქტები იპოვეს, რომელთაგან ყველაზე ძველი 2,5 ათასი წლით თარიღდება.


არქეოლოგების თქმით, შავი ზღვის ე.წ. მკვდარი ზონა, რელიქვიების შესანახად შესანიშნავი ადგილია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა მეათე საუკუნის ბიზანტიური დიდი გემი იყო, რომელსაც ხის მასალა შენარჩუნებული ჰქონდა.


მეცნიერები შავი ზღვის სხვა ნაპირებზეც გეგმავენ ექსპედიციებს, რომლითაც გემთმშენებლობის ინსტიტუტის ახალ დეტალებს დაადგენენ.




 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

big_banner
არქივი