logo_geo
ამერიკულმა ბომბდამშენმა ჩრდილოეთ კორეის სანაპიროს გადაუფრინა
- +

24 სექტემბერი. 2017. 01:35

 


პენტაგონის განცხადებით, ამერიკულმა ბომბდამშენებმა (B-1B) ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად ჩაიფრინეს.


„ეს ნაბიჯი გადაიდგა ვაშინგტონის ძალის წარმოსაჩენად და ასევე ხაზის გასასმელად, რომ ტრამპი ნებისმიერ საშიშროებაზე გამარჯვების ვერსიას განიხილავს", - განაცხადა პრესმდივანმა დანა უიტმა.


პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, ბომბდამშენები ყველაზე შორეულ დემილიტარიზებულ ზონაში გამოჩნდნენ.


დემილიტარიზებული ზონა ეს არის ტერიტორია, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ნახევარკუნძულზე ერთმანეთისგან ყოფს. ის 1953 წელს, შეთანხმების მიღწევით შეიქმნა, რის შედეგადაც, კორეის ომი დასრულდა.


აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ასამბლეაზე გამოსვლამდე, რამდენიმე საათით ადრე გაკეთდა.


დღეს, ჩრდილოეთ კორეაში, ბირთვული პოლიგონის მახლობლად 3,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მიწისძვრის მიზეზი შესაძლოა აფეთქება ყოფილიყო, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ფხენიანმა შესაძლოა კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა.


22 სექტემბერს, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები, ერთმანეთს პირადად მიმართეს და "გიჟები" უწოდეს. კიმ ჩენ ინის მიზეზი, ტრამპის მიერ გაეროს განერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა იყო, რაც ჩრდილოკორეელმა ლიდერმა ომის გამოცხადებად აღიქვა.


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, თუკი ფხენიანი ამერიკის ან მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი