logo_geo
ჰიტლერის ტელეფონის წიგნაკი აუქციონზე გაიყიდა
- +

24 სექტემბერი. 2017. 14:36


სატელეფონო წიგნაკი, რომელიც სავარაუდოდ ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა, დიდ ბრიტანეთში Henry Aldridge and Son-ის აუქციონზე 33 ათას ფუნტად გაიყიდა.


როგორც აუქციონის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ეს წიგნაკი რეიხსკანცელარიაში მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, 72 წლის წინ იპოვეს.


სატელეფონო წიგნში ხელით ნაწერი 2 000 ტელეფონის ნომერია, მათ შორის გიმლერის, გებელსის, რუდოლფ ჰესის, გერინგის, რობენტროპის, ბორმანის და ნაცისტური გერმანიის სხვა მაღალჩინოსნების. აქ არის ასევე ჰიტლერის პირადი არქიტექტორის და ფოტოგრაფის ნომრები.

„ეს ისტორიის უნიკალური ფრაგმენტია, რომელიც ისტორიკოსებს და კოლექციონერებს ნაცისტური რეჟიმის აქამდე უცნობ ინფორმაცის აწვდიას", - განაცხადა აუქციონის წარმომადგენელმა.


წიგნის პირველადი ფასი 10-15 ათასი ფუნტი იყო. მისი გამყიდველის და მყიდველის ვინაობა არ ხმაურდება. თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ აუქციონს წიგნაკი იმ ადამიანის ნათესავებმა გადასცეს, რომელიც მესამე რეიხის მაღალჩინოსნებს ეძებდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი