logo_geo
მიანმარში ინდუსების მასობრივი საფლავი იპოვეს
- +

25 სექტემბერი. 2017. 03:14


მიანმარის შტატ რაქჰაინში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც ეთნიკურად 28 ინდუსის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Times of India ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, ენთიკური ინდუსები როჰინჯას მუსლიმმა მეომრებმა (ARSA) დახოცეს.


ფაქტს ადგილობრივი პოლიცია და მთავრობა ადასტურებს.


მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს "როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის" დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომდგენელი.


ამის შემდეგ დაახლოებით 290 000 როჰინჯა მუსლიმი ძალადობისგან თავის დასაცავად იძულებული გახდა ბანგლადეშში გადასულიყო.


როჰინჯა - ეთნიკური ჯგუფი, რომელიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი