logo_geo
ეგვიპტის პირამიდის მშენებლობის საიდუმლო ამოხსნილია
- +

26 სექტემბერი. 2017. 12:36


ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა, რომელსაც არქეოლოგი მარკ ლენერი ხელმძღვანელობს, უძველესი პაპირუსი აღმოაჩინა, სადაც ხეოფსის პირამიდის მშენებლობაა აღწერილი. კერძოდ, დოკუმენტში მოთხრობილია, როგორ გადაჰქონდათ ეგვიპტელებს კირქვისა და გრანიტის 2,5-ტონიანი ბლოკები 800 კილომეტრის მანძილზე.


პაპირუსის ავტორი, რომელიც 40 მუშის ზედამხედველი იყო, აღწერს, რომ ეგვიპტელებმა მდინარე ნილოსს კალაპოტი შეუცვალეს და ხელოვნური არხი გააკეთეს. მშენებლები იყენებდნენ ხის ნავებს, რათა უზარმაზარი ბლოკები გადაეტანათ.


პაპირუსის გარდა, მკვლევარებმა ნავის ფრაგმენტებიც აღმოაჩინეს, რომელიც ფარაონ ხეოფსის მმართველობის სიმბოლო იყო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი