logo_geo
დუბაიში მფრინავი ტაქსი დატესტეს
- +

26 სექტემბერი. 2017. 19:01



დუბაიში მფრინავი ტაქსი დატესტეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN ავრცელებს. მფრინავი ტაქსის პილოტი, პირადად, დუბაის პრინცი შეიხ ჰამდენ ბინ მუჰამედი იყო, რომელმაც ხუთი წუთი 200 მეტრ მანძილზე იფრინა.


მფრინავი ტაქსი აფრენას და დაფრენას ვერტიკალურად ახორციელებს. ის 18 როტორიანი და ორადგილიანია. ის გერმანულმა კომპანიამ Volocopter-მა შექმნა.


მფრინავი ტაქსი - დრონები 100 კილოგრამამდე წონის ადამიანის მგზავრობას უზრუნველყოფს და მაქსიმალური 100 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.


„ადამიანები, უბრალოდ, ღილაკზე თითის დაჭერით შეძლებენ A პუნქტიდან B პუნქტამდე მფრინავი ტაქსი-დრონით მისვლას", - წერია სტატიაში.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი