გვალვის შესაჩერებლად და წვიმის მოსაყვანად უგანდაში ჯადოქრები მსხვერპლად ბავშვებს მასობრივად სწირავენ.
უგანდაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა, რის გამოც მილიონ-ნახევარ ადამიანს შიმშილი ელოდება. ბევრ ადგილობრივს სჯერა, რომ სულებს წვიმის მოყვანა შეუძლიათ.
მხოლოდ სექტემბერში სამართალდამცველებმა მსხვერპლშეწირვის რიტუალის შესრულების ბრალდებით 44 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთმა ბრალდებულმა 8 ეპიზოდში მონაწილეობა უკვე აღიარა.
პოლიციის განმარტებით, ქვეყანაში რიტუალური მსხვერპლშეწირვების შემთხვევები გაცილებით მეტია, უბრალოდ, ყველა ფაქტი არ არის გამოვლენილი.