logo_geo
iPhone-ის ყველაზე ძვირადღირებული ჩასადები წარმოადგინეს
- +

29 სექტემბერი. 2017. 20:28



სინგაპურში ბაზირებულმა კომპანია Gray International-მა, iPhone X-ის ჩასადების ლიმიტირებული კოლექცია გამოუშვა, რომლის ღირებულება, თავად iphone-ზე უფრო მაღალია. ამის შესახებ HighSnobiety წერს.


შემქმნელის თქმით, ეს ჩასადებები, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია. პროდუქცია მყარი ტიტანის მასალისგან შედგება. ამ ლითონს კოსმოსურ ინდუსტრიაში იყენებენ. ჩასადების შექმნის პროცესში, აქსესუარებს ადნობენ, რათა დაამუშაონ უნიკალური ფერები.


ჩასადები რამდენიმე ფერში იყიდება - უფერული (Stealth), ოქროსფერი, მოიისფრო (Rose Gold) და ნარინჯისფერი. მისი ღირებულება 1,3 ათასი დოლარია, ხოლო iPhone X-ის შეძენა 1,2 ათას დოლარადაა შესაძლებელი.


iPhone X-ის პრეზენტაცია Apple-მა 12 სექტემბერს გამართა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი