logo_geo
ავსტრიაში სახის დაფარვა აიკრძალა, მათ შორის სამედიცინო და საკარნავალო ნიღბებით
- +

1 ოქტომბერი. 2017. 14:43



ავსტრიაში 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა აკრძალვა, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვას.


საუბარია მუსლიმების მიერ პარაჯისა და ნიქაბის ტარებაზე, სამედიცინო ნიღბებზე, საკარნავალო ნიღბებსა და სპეცსამოსზე. კანონის დამრღვევები 150 ევროს ოდენობით დაჯარიმდებიან.


აკრძალვაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ვენის აეროპორტში. ავსტრიის პოლიციის ინფორმაციით, აეროპორტში კანონის შესრულებაზე პოლიციის დამატებითი ძალები იზრუნებენ.


მსგავსი ამკრძალავი კანონი საფრანგეთსა და ბელგიაში 2011 წლიდან მოქმედებს.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი