logo_geo
მარსის ორბიტული სადგურის დეტალები გახდა ცნობილი
- +

1 ოქტომბერი. 2017. 16:20




კომპანია Lockheed Martin-მა მარსის ორბიტული სადგურის Mars Base Camp-ის დეტალები წარმოადგინა. შემოთავაზებული არქიტექტურის საფუძველია მოდულის კონსტრუქცია. კომპანიის გეგმის მიხედვით, წითელი პლანეტის სადგურიდან 4 ადამიანის მონაწილეობით რამდენიმე კვირიანი მისიების განხორციელება მოხდება.


Lockheed Martin-ის მიერ შეთავაზებული დასაჯდომი აპარატი 110 ტონას იწონის, საიდანაცა 80 ტონა საწვავის კომპონენტებზე - წყალბადსა და ჟანგბადზე მოდის. ამ კომპონენტებს მარსის ზედაპირზე წყლის ელექტროლიზით მოიპოვებენ.


მარსზე მისიის გაშვება 2028 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.


Lockheed Martin-ი NASA-ს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია მთვარის ორბიტული სადგურის Deep Space Gateway-ს შექმნაში. კომპანია ასევე მუშაობს მთვარესა და მარსზე გასაფრენი ხომალდის Orion-ის შექმნაზე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი