logo_geo
ჩაძირული ბუგატი, რომელიც 73 წლის შემდეგ იქნა წყლიდან ამოყვანილი
- +

2 ოქტომბერი. 2017. 03:12



ბევრი ოცნებობს ლამაზ, სწრაფ და ძვირადღირებულ მანქანაზე. არავინ იოცნებებს დაჟანგულ, წყლისგან ობმოკიდებულ და დეფორმირებულ მანქანაზე. მაგრამ ასეთი მანქანაც კი შესაძლებელია 370 000 დოლარად გაიყიდოს.


1825 წელს გამოშვებული 22 სერიის ბუგატი 1935 წლიდან 2009 წლამდე ტბა მაგიორის ფსკერზე იმყოფებოდა შვეიცარიასა და იტალიასთან ახლოს, საფრანგეთის საზღვართან. მანქანა 2010 წელს გაიყიდა ზუსტად იმ მდგომარეობაში, როგორც ამოიყვანეს. მისი რესტავრირება არავის მოუხდენია.


იტალიაში შექმნილი მანქანა საფრანგეთში იყო დარეგისტრირებული. მასში ნაპოვნ სამკლაურზე მითითებული იყო სახელი ‘'ჯორჯ ნიელი'' , სავარაუდოდ ის მისი ოფიციალური მფლობელი იყო.


მანქანას აქვს 4 ცილინდრი, 1.5 ლიტრიანი მოცულობა და შეეძლო მიეღწია 100 მლ/სთ- სთვის. გადმოცემის თანახმად ოფიციალური მფლობელისგან მანქანა პოკერის მოთამაშეს გადაეცა, რომელმაც ის მთვრალ მდგომარეობაში თამაშში წააგო. შემდეგ ის გაყიდეს და მისი ბოლო მფლობელი მარკო შმუკლერსკი უნდა ყოფილიყო. მან საზღვარს აქეთ შეიძინა მანქანა და როდესაც მისი საზღვარზე გადაყვანა სურდა, სიტუაცია გართულდა. შვეიცარიაში გადაყვანა იმაზე მეტი უჯდებოდა, ვიდღე თვით მანქანა ღირდა. მაშინ მისი ღირებულება არ იყო ისეთი მაღალი, როგორიც დღესაა. შმუკლერსკიმ სცადა ჩუმად გადაეყვანა ის, მაგრამ ვერ მოახერხა. ბოლოს მან მესაზღვრეებს უფლება მისცა მანქანისთვის ის ექნათ, რაც მოუნდებოდათ, თვითონ გზა განაგრძო. ასე აღმოჩნდა ბუგატი ტბის ფსკერზე.


1967 წელს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მყვინთავმა ბუგატი იპოვა და ის წყალქვეშა სანახაობად გადაიქცა, საკმაოდ ბევრი მნახველიც ჰყავდა. 2010 მოხალისეთა ჯგუფმა ის ამოიყვანა დიდი წვალებით. გაიყიდა მუზეუმზე 37 000 დოლარად და ამ თანხით შეიქმნა ფონდი, რომელიც ადგილობრივ წამებით მოკლულ ახალგაზრდა კაცის სახელს ატარებდა.


ბუგატი ახლა განთავსებულია ოქსნარდის მუზეუმში, არც ისე ნათელ, მკრთალად განათებულ ოთახში, რათა კიდევ უფრო არ დაზიანდეს მანქანა. მისი რესტავრაცია დღემდე არ შემდგარა. მანქანის მფლობელები ამბობენ, რომ ის უფრო საინტერესოა არა თავისი სიძველითა და ღირებულებით, არამედ თავისი გრძელი და დიდმნიშვნელოვანი ისტორიით.





წყარო http://worldnews.ge






 

big_banner
არქივი