logo_geo
თითქმის 30 წლის შემდეგ, Coming to America-ს მეორე ნაწილს გადაიღებენ
- +

2 ოქტომბერი. 2017. 19:51


The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, აფრიკული სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე პრინცზე, რომელსაც ედი მერფი განასახიერებდა, კიდევ ერთ ფილმს ვიხილავთ.


1988 წელს გამოსული Coming to America თითქმის 30 წლის შემდეგ გაგრძელდება. როგორც ცნობილია, ედი მერფი ახალ ფილმში ისევ მოიაზრება, თუმცა უცნობია, დადებულია თუ არა შეთანხმება თავად მსახიობთან.


ფილმის მეორე ნაწილის რეჟისორად Warm Bodies-ის და 50/50-ის რეჟისორი ჯონათან ლევინი განიხილება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი