ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი პრეზიდენტისა და რეალითი-შოუს პროდიუსერის საქმიანობას შეათავსებს.
ტრამპი ტელეკომპანია NBC-ის ცნობილი რეალითი-შოუს The Celebrity Apprentice-ის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება. 2008-2015 წლებში ტრამპი აღნიშნული გადაცემის წამყვანი იყო, თუმცა გასული წლის ზაფხულში ტელეკომპანიამ ტრამპთან კონტრაქტი მექსიკელი მიგრანტების შესახებ მისი სკანდალური განცხადებების გამო გაწყვიტა. ამის შემდეგ რეალითი-შოუ ეთერში აღარ გადიოდა.
ტელეშოუ The Celebrity Apprentice-ში მონაწილეობენ ცნობილი ადამიანები, რომელთა ამოცანაა რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის რაც შეილება მეტი თანხა მოაგროვონ.
გადაცემა ეთერში კვლავ 2017 წლის 2 იანვარს გავა. მე-15 სეზონის წამყვანი იქნება მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი.