logo_geo
68 წლის ჯორჯ ფორმენმა სტივენ სიგალი რინგზე გამოიწვია
- +

3 ოქტომბერი. 2017. 21:10



ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ჯორჯ ფორმენმა რინგზე გამოიწვია მსახიობი სტივენ სიგალი.


"სტივენ სიგალ, გიწვევ ბრძოლაში, ერთი ერთზე. მე კრივს გამოვიყენებ, შენ შეგიძლია გამოიყენო ყველაფერი, რაც მოგესურვება. 10 რაუნდი ვეგასში", - დაწერა twitter-ზე 68 წლის ფორმენმა.


ფორმენი 1968 წელს ოლიმპიური ჩემპიონი იყო მოყვარულებში, პროფესიონალებში კი საჩემპიონო ქამარს ფლობდა WBA-ს, WBC-სა და IBF-ის ვერსიით.


65 წლის სტივენ სიგალი შერეული ორთაბრძოლების ოსტატია და ფლობს მეშვიდე დანს აიკიდოში.













 

big_banner
არქივი