logo_geo
„ქრისტიანულმა სახელმწიფომ“ რამზან კადიროვი შავ სიაში შეიყვანა
- +

4 ოქტომბერი. 2017. 17:23


ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და რუსეთის დუმის დეპუტატი ნატალია პოკლონსკაია ორგანიზაცია „ქრისტიანული სახელმწიფო - წმინდა რუსეთის" შავ სიაში მოხვდნენ.


შავ სიაში რუსეთის ის საჯარო პირები და მედიასაშუალებებია შეყვანილი, როლებმაც არ დაგმეს მხატვრული ფილმი „მატილდა". რუსული მედიის ცნობით, შავი სია ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის მიერ შექმნილ ვებგვერდზე „როსია - ნოვოსიბირსკ" გამოქვეყნდა.


„ქრისტიანულ სახელმწიფოში" პოკლონსკაიას მოღალატედ და იუდად მოიხსენიებენ. სწორედ მისი მხარდაჭერის გამო მოხვდა კადიროვიც შავ სიაში.


„ქრისტიანული სახელმწიფო - წმინდა რუსეთის" ლიდერი ალექსანდრე კალინინი ადვოკატ კონსტანტინე დობრინინის კუთვნილი ავტომობილის დაწვის ბრალდებით მოსკოვში დააკავეს.


ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„კალინინი და მისი ორი თანამზრახველი გუშინ საღამოს მოსკოვსა და ლიპეცკში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს. კალინინს ბრალად ედება სხვისი ქონების განზრახ დაზიანება", - განაცხადეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.


მოსკოვის პოლიციამ 11 სექტემბერს დაიწყო გამოძიება დობრინინის ოფისთან დაუდგენელი პირების მიერ ორი ავტომობილის დაწვის ფაქტზე. ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელმა, ადვოკატმა კონსტანტინე დობრინინმა დამწვარი მანქანის ირგვლივ მიმოფანტული სააგიტაციო ბარათები იპოვა, წარწერით: „მატილდას გამო დაიწვებით".


ულტრარადიკალ კალინინზე მსოფლიოს გავლენიანი მედიაც წერს. ფრანგულმა გამოცემა „Le Figaro"-მ მას ვრცელი სტატია მიუძღვნა, სათაურით: „მართლმადიდებელი თალიბების" საგანგაშო აღზევება რუსეთში".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი