logo_geo
მოკლული შვედი ჟურნალისტის სხეულის ნაწილები იპოვეს
- +

7 ოქტომბერი. 2017. 16:20


დანიის პოლიციამ მოკლული შვედი ჟურნალისტის კიმ უოლის სხეულის ნაწილები იპოვა. მყვინთავებმა იპოვეს ჩანთები, რომლებშიც რეპორტიორის სხეულის ნაწილები და ტანსაცმელია მოთავსებული. მათ შორის ნაპოვნია ქალის თავიც.


დანიელ გამომგონებელს პეტერ მედსენს, რომელსაც შვედი ჟურნალისტის კიმ უოლის არაგანზრახ მკვლელობაში სდებენ ბრალს, აღმოუჩინეს ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ აჭრიან ცოცხლად ქალს თავს.


10 აგვისტოს, საღამოს, დანიის დედაქალაქში, კიმ უოლი მედსენის მიერ შექმნილ წყალქვეშა  ნავზე „ნაუტილუსზე" ავიდა, რომლის ჩაძირვის შემდეგაც, მხოლოდ გამომგონებლის გადარჩენა მოხერხდა. ხოლო ჟურნალისტის ცხედარი ვერ იპოვეს.


რამდენიმე დღეში გაჩნდა ვერსია, რომ ნავი თავად მედსენმა ჩაძირა, რათა მკვლელობის კვალი გაექრო. მოგვიანებით, თავმოჭრილი უოლის სხეული ნაპირზე იპოვეს.


გამომგონებელი ამ დრომდე აცხადებს, რომ ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი