logo_geo
იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო კარიერას ასრულებს
- +

8 ოქტომბერი. 2017. 13:29


იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო კარიერას ასრულებს.


„ნიუ-იორკ სიტის" 38 წლის ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ამერიკის საფეხბურთო ლიგის დასრულებისთანავე, დეკემბერში, ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებს და ძალებს სხვა სფეროში მოსინჯავს.


პირლო თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში ისეთ გუნდებში თამაშობდა როგორებიცაა: „ინტერი", „ბრეშია", „მილანი" და „იუვენტუსი".


ეროვნულ გუნდთან ერთად პირლომ ყველაზე დიდ წარმატებას 2006 წელს მიაღწია, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.


 

big_banner
არქივი