logo_geo
ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ანა ფრანკის დამსმენის ვინაობა დაადგინოს
- +

8 ოქტომბერი. 2017. 16:22


გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტი ანა ფრანკის „საქმის" გახსნას გეგმავს. ვინს პეკოკის მიზანია დაადგინოს, თუ რა მოხდა 73 წლის წინ და ვინ დაასმინა ანა ფრანკის ოჯახი გესტაპოში.


გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტი მიზნის მიღწევას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გეგმავს. კერძოდ, ნაცისტების ინფორმატორის ვინაობის დასადგენად ის უკვე დაუკავშირდა IT კომპანია Xomnia-ს.


მისი თქმით, კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალური ალგორითმი გააანალიზებს იმ პერიოდის ყველა დოკუმენტს, როდესაც 15 წლის ანა ფრანკი დაიჭირეს, მათ შორის ინფორმატორთა მონაცემთა ბაზებისა და გესტაპოს მასალებს.


Xomnia-ში ამტკიცებენ, რომ ალგორითმს შეუძლია იმუშაოს იმ საქმეზე, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.


 

big_banner
არქივი