logo_geo
Google-ს ინოვაციური ყურსასმენები, რომელიც თარჯიმნის ფუნქციას შეასრულებს
- +

8 ოქტომბერი. 2017. 20:32


ადრე თუ ეს ფანტასტიკის ნაწილი იყო, ახლა უკვე შესაძლებელია ყურსასმენების დახმარებით ჩვენი საუბარი 40 ენაზე ვთარგმნოთ. Google-ის მიერ სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე კომპანიამ ახალი ყურსასმენები Pixel Buds წარადგინა.


Google-ის ახალი უსადენო ყურსასმენი მიგითითებთ სწორ მიმართულებას, ეძებს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში და თარგმნის საუბარს 40 ენიდან.


ყურსასმენები Pixel -ის სმარტფონს უკავშირდება და Google Assistant-ის მეშვეობით მუშაობს. ხმოვანი დამხმარე მოწყობილობა საუბრის იდენტიფიცირებას ახდენს და რეალურ დროში მის თარგმანს აკეთებს. მომხმარებელს სმარტფონის დახმარებით საკუთარი საუბრის თარგმნაც შეუძლია. ყურსასმენების შესაძლებლობების დემონსტრაციის მიზნით, პრეზენტაციაზე ორმა ადამიანმა სხვადასხვა ენაზე დიალოგი გამართა. ერთ-ერთი მათგანი ინგლისურად საუბრობდა, მეორე კი შვედურ ენაზე პასუხობდა.


​კომპანიის თქმით, ახალი ყურსასმენების გამოყენება Pixel-ის მფლობელებსა და ასევე, 7.0 ანდროიდ ან უფრო ახალ ვერსიაზე დაფუძნებულ ტელეფონის მომხმარებლებს შეეძლებათ.


​ჯერჯერობით უცნობია, 40 ენას შორის არის თუ არა ქართული ენაც. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია ენათა ჩამონათვალში არ მოხვდა რუსული.


გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ყურსასმენები იყენებს Google Translate-ს სისტემას, რომელიც როგორც ვიცით არ გამოირჩევა პროფესიონალიზმით და სიზუსტით, თუმცა ყურსასმენების ფუნქცია არ არის რთული ტექსტების თარგმნა, არამედ მარტივი საკონტაქტო ენის გაგება.


​ყურსასმენები გაყიდვაში ნოემბრიდან ჩაეშვება და მისი ფასი 159$ იქნება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი