logo_geo
მსოფლიოში 201 მილიონზე მეტი უმუშევარია
- +

10 ოქტომბერი. 2017. 02:52



მსოფლიოში უმუშევართა რაოდენობა 2017 წელს გაიზარდა. გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ცნობით, დღეს მსოფლიოში 201 მილიონზე მეტი ადამიანი უმუშევარია. გასულ წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 3.4 მილიონით გაიზარდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში წერია.


ანგარიშის ავტორების თქმით, სამუშაო ადგილების შემცირების მიზეზი ინვესტიციების ნაკლებობაა, კერძოდ კი კომპანიები საკუთარი თანამშრომლებში ინვესტიციებს არ დებენ.


მათი თქმით, მსოფლიოს სამუშაო ბაზარზე ადამიანების დასაქმების კუთხით, გადამწყვეტ როლს, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესები ასრულებენ. 2003-2016 წლებში, ასეთი საწარმოების სრულ განაკვეთზე მომუშავე (full-time job) თანამშრომლების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, თუმცა ეს ტენდენცია ბოლო ორი წელი აღარ გაგრძელებულა.


შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია უმუშევრობის დასაძლევად სახელმწიფოებს მცირე და საშუალო ბიზნესების დასახმარებლად ახალი მიდგომების შემუშავებას სთავაზობს. ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებელია საწარმოებში შრომითი პირობების გაუმჯობესება და ახლადშექმნილი საწარმოებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. ექსპერტების რჩევაა, კომპანიებმა დროებითი თანამშრომლების ნაცვლად, ხანგრძლივი კონტრაქტებით დაიქირაონ პერსონალი და მათ განვითარებაში ჩადონ ინვესტიცია.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი