logo_geo
ტყის ხანძრის გამო, კალიფორნიის დისნეილენდის თავზე ცა ნარინჯისფრად განათდა
- +

11 ოქტომბერი. 2017. 02:33


აპოკალიპტური სურათები კალიფორნიის დისნეილენდიდან - ტყეში გაჩენილი ხანძრის ალმა გასართობი პარკის თავზე ცა ნარინჯისფრად გაანათა.


კალიფორნიის სამხრეთში მდებარე პარკი ოქტომბერში ჰელოუნის დღესასწაულისთვის გააფორმეს, თუმცა პარკის სიახლოვეს, ტყეში გაჩენილი ხანძარის გამო გაფერადებულმა ცამ და ფერფლის ღრუბელმა კიდევ უფრო მეტი სიურრეალიზმი შესძინა დეკორაციებს. დისნეილენდის სურათებს მომხმარებლები სოციალური ქსელებით ავრცელებენ.


კალიფორნიის ტყეში გაჩენილ ხანძარს უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია 2000 შენობა-ნაგებობა. სტიქიის ზონა 20000-მა ადამიანმა დატოვა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.


 

 

 

 

 

big_banner
არქივი