logo_geo
ციმბირის წყლულის ეპიდემიას ნამიბიაში 100-ზე მეტი ბეჰემოთი ემსხვერპლა
- +

12 ოქტომბერი. 2017. 23:53


ციმბირის წყლულის ეპიდემიას ნამიბიის ერთ-ერთ მიყრუებულ ეროვნულ პარკში 100 ბეჰემოთი ემსხვერპლა. 


ეპიდემიის პირველი მსხვერპლი ბვაბვატის ეროვნულ პარკში ხელმძღვანელობამ 1 ოქტომბერს შენიშა, თუმცა ორ კვირაზე ნაკლებ პერიოდში, ინფექცია სწრაფად გავრცელდა და 109 ბეჰემოთი იმსხვერპლა.

 

გასულ კვირაში 100-ზე მეტი ჰეჰემოთი მოკვდა. სიკვდილის მიზეზი უცნობია, მაგრამ როგორც ნიშნები მეტყველებს, ეს ციმბირის წყლული უნდა იყოს", - უთხრა AFP-ს ნამიბიის გარემოს დაცვის მინისტრმა პოჰამბა შიფეტამ.


სიკვდილის მიზეზების დასადგენად, ზონაში ამჟამად აქტიურად მუშაობს  ჩვენი ვეტერინარული სააგენტო. მას შემდეგ, რაც გვეცოდინება მიზეზები, გადავწყვეტთ მოქმედების გზებსაც".


მუცლით ამოტრიალებული მკვდარი ბეჰემოტები მდინარეში იპოვეს. თუკი მათი დახოცვის მიზეზი ციმბირის წყლული აღმოჩნდა, დიდი ალბათობით, ისინი ეპიდემიის ერთადერთი მსხვერპლნი არ იქნებიან.


გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია რამდენიმე მკვდარი წყლის კამეჩიც; არსებობს საფრთხე, რომ ცხოველთა გვამების შეჭმის შემდეგ, დაინფიცირდნენ ნიანგებიც. წიმბირის წყლულის გამომწვევია ბაქტერია Bacillus anthracis-ი.


აფრიკის რეგიონის ეპიდემიების ისტორიიდან გამომდინარე, ადგილობრივებსა და ნამიბიის ხელისუფლებას ეჭვი სწორედ ციმბირის წყლულზე აქვს;  2004 წელს, დაბინძურებული წყლის დალევის შემდეგ, ამ ეპიდემიამ უგანდაში 300-ზე მეტი ცხოველი იმსხვერპლა, რამდენიმე მსგავსი ინცინდენტი 2010 წელსაც განმეორდა.


„ეს სიტუაცია წარსულშიც გამოცდილი გვაქვს. მსგავსი რამ მოხდა ზამბიაშიც. როგორც წესი, ეპიდემია მაშინ ვრცელდება, როდესაც მდინარეებში წყლის დონე იკლებს", - უთხრა გაზეთ New Era-ს ნამიბიის პარკებისა და ველური ბუნების მენეჯმენტის დირექტორმა კოლგარ სიკოპომ.


გარდა ციმბირის წყლულის რეგულარული ინფექციებისა, ბოლო დროს მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს პათოგენის იდუმალი ჰიბრიდული შტამი, რომელთანაც დაკავშირებულია შიმპანზეების, გორილებისა და სპილოების დახოცვა. 


კვლევის პერიოდში, კოტ-დ'ივუარში, ტაის ეროვნულ პარკში დახოცილ ცხოველთა 40%-ის სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს შტამი გახდა. 


არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰიპოპოტამთა დახოცვის მიზეზიც ეს შტამი გახდა. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ბვაბვატის ეროვნული პარკის სიშორე ხელს შეუძლის ეპიდემიის გავრცელებას ველური ბუნების სხვა რეგიონებში.


გარდა ველური ბუნებისა, ბვაბვატის ეროვნულ პარკში დაახლოებით 5500 ადამიანი ცხოვრობს. ხელისუფლება მათ მოუწოდებს მოერიდონ ეპიდემიის ზონას და განსაკუთრებით, არ მოიხმარონ ბეჰემოთის ხორცი.


ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ზიანი მიადგება საბოლოოდ ჰიპოპოტამთა ადგილობრივ პოპულაციას.


ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ეს სახეობა „მოწყვლადადაა" შეფასებული. ეპიდემიამდე, ნამიბიაში 1300 ინდივიდი ბინადრობდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი