logo_geo
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი იყიდება!
- +

14 ოქტომბერი. 2017. 02:43

 

 

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი იყიდება. Les Cèdres 187 წლის წინ საფრანგეთის სამხრეთით აშენდა. Bloomberg-ის ცნობით ის 350 მილიონ ევროდ, ან 410 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

 

 

 

 

 

 

 

 

ადრე ეს სახლი, რომელსაც 14 საძინებელი ოთახი აქვს, ინტერიერი კი ძვირფასი ავეჯით და XIX საუკუნის სურათებით არის მოწყობილი, ბელგიის მეფეს ლეოპოლდ II-ს ეკუთვნოდა, რომელიც 1865-1909 წლებში მეფობდა. მოგვიანებით მას ზეთისხილის ფერმად იყენებდნენ.

ახალი მესაკუთრე სხვა სიკეთეებთან ერთად მიიღებს უზარმაზარ აუზს, საბანკეტო დარბაზს, 30 ცხენისთვის განკუთვნილ საჯინიბოს და ევროპაში ერთ-ერთ ულამაზეს ბაღს, სადაც 15 ათასი სახეობის მცენარე ხარობს.

 

 

 

 

 

 

 

 

ახალმოსახლეების მეზობლები იქნებიან ბრიტანელი კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ უებერი და Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

 

 

 

 

 

 







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი