logo_geo
ტრამპს განკარგულებაზე ხელის მოწერა დაავიწყდა
- +

14 ოქტომბერი. 2017. 12:50



დონალდ ტრამპს „ობამაქეარ"-ის სახელწოდებით ცნობილი ჯანდაცვის პროგრამის შეჩერების განკარგულებაზე ხელის მოწერა დაავიწყდა.


აშშ-ის პრეზიდენტმა ტრიბუნასთან სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ თავისი გუნდის წევრებს ხელი ჩამოართვა და დარბაზიდან გასვლა გადაწყვიტა, ისე, რომ ბილზე ხელის მოწერა დაავიწყდა.


ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა შეაჩერა, გაახსენა ის მთავარი, რისთვისაც ყველა შეიკრიბა შემდეგი სიტყვებით - „მისტერ პრეზიდენტო, თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ". ტრამპმა ბოდიში მოიხადა და ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ ბილს ხელს მარტო იმიტომ აწერს, რომ ეს არც ერთი ცენტი არ უჯდება.


 

 

 

 

big_banner
არქივი