logo_geo
ლატვიაში ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს
- +

16 ოქტომბერი. 2017. 12:15


ლატვიის ორგანული სინთეზის ინსტიტუტის მეცნიერების ჯგუფმა ალკოჰოლიზმის სამკურნალო პრეპარატი შექნა.


გავრცელებული ცნობით, ახალი სამკურნალო საშუალება უკვე არსებულისგან იმით განსხვავდება, რომ ის ალკოჰოლისადმი ზიზღს არ იწვევს.


პრეპარატის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული ნივთიერების ურთიერთქმედებაზე ტვინში, რომელიც ბედნიერების ჰორმონის სინთეზს ააქტიურებს.


შედარებისთვის: ალკოჰოლი ამ ჰორმონს ხელოვნური საშუალებით ააქტიურებს. ამასთან, ის დამატებითი რეცეპტორების გამოვლენას უწობს ხელს. შედეგად ადამიანს, რომელიც „ბედნიერების" მისაღწევად სვამს, ალკოჰოლის დიდი დოზით მიღების სურვილი უჩნდება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი