logo_geo
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
- +

17 ოქტომბერი. 2017. 20:28


 

ქარიშხალ ოფელიას, რომელმაც გუშინ ირლანდიის რესპუბლიკას გადაუარა - ექსტრემალურ წვიმასა და ქართან ერთად, თან ახლდა კიდევ ერთი უცნაური ეფექტი.


მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს უმეტეს ნაწილში ამინდი შედარებით მშვიდი იყო, შუადღისას, ქვეყანა მწუხრში, მოწითალო ნათებაში გაეხვა.


ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ასეთი ამინდი სწორედ ოფელიას მირ იყო გამოწვეული - გზადაგზა იგი მტვერს დაატარებდა, რომელმაც ატმოსფეროს ფიზიკა შეცვალა.


როგორც მეტეოროლოგიური სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში წერია, საჰარის უდაბნოდან აკრეფილი მტვერი ოფელიამ უჩვეულოდ ჩრდილოეთით წაიღო; ცაში არსებული ეს მტვერი ურთიერთქმედებაში შევიდა მზის სინათლესთან და გაფანტა ხილული სინათლის სპექტრი.


ამავე დროს, დაზიანდა ლურჯი სინათლის მატარებელი ტალღები და უკან, ცაში აირეკლა; თუმცა იგივე არ მოსვლია წითელ ტალღებს, რომლებმაც დედამიწისკენ სვლა განაგრძეს და ცა უჩვეულოდ წითლად შეღებეს.


„სითბოსთან ერთად, სამხრეთის ქარმა ჩვენს განედამდე მოიტანა საჰარის მტვერი, რომელმაც მზის ლურჯი ნათება გაფანტა და ცა იმაზე უფრო წითლად შეღება, ვიდრე ეს აისისა და დაისის დროსაა", - წერია ბლოგპოსტში.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი