logo_geo
უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის გაძევებას ითხოვენ
- +

18 ოქტომბერი. 2017. 11:27



უკრაინის „რადიკალური პარტიის" ლიდერი ოლეგ ლიაშკო ქვეყნიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გაძევებას ითხოვს. მისი აზრით, სააკაშვილი უკრაინის ინტერესებით არ მოქმედებს.


„სამართალდამცავმა ორგანოებმა სააკაშვილის დაუყოვნებლივი დეპორტაცია უნდა განახორციელონ საქართველოში", - წერს სოციალურ ქსელში ლიაშკო.


საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა", სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უკრაინის რადას შენობასთან აქციას მართავს.


ისინი პარლამენტისგან სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, საარჩევნო კოდექსის შეცვლასა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.


სააკაშვილის მომხრეებმა უკრაინის რადას შენობასთან კარვები გაშალეს.




 

big_banner
არქივი