logo_geo
აშშ-ის ცნობით, 11 სექტემბრის მასშტაბის ტერაქტი იგეგმება
- +

19 ოქტომბერი. 2017. 12:09

 


ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ელეინ დიუკის განცხადებით, 11 სექტემბრის მასშტაბის ტერაქტის მოწყობის საფრთხე არსებობს. მისივე თქმით, ტერორისტები დიდი თავდასხმისთვის ემზადებიან.


დიუკის ცნობით, ISIS-ის ტერორისტები, 11 სექტემბრის მსგავსად, თვითმფრინავის ჩამოგდებას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაცია სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს.


„როიტერის" ცნობით, როგორც დიუკი აცხადებს, „ისლამურ სახელმწიფოში" ახლა გარდამავალი პერიოდია და ტერორისტები ახალი ტერაქტის მოსაწყობად ფინანსებსა და დამატებით ძალებს ელოდებიან.









 

big_banner
არქივი