logo_geo
დონალდ ტრამპი: მზად ვარ, კენედის მკვლელობის საქმეზე საიდუმლო მასალების გასაჯაროების ნებართვა გავცე
- +

22 ოქტომბერი. 2017. 12:35



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, ქვეყნის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე მასალები გაასაჯაროოს.

 

„დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მე, როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ჯონ ფიტცჯერალდ კენედის მკვლელობის საქმეზე საიდუმლო მასალების გასაჯაროების ნებართვა გავცე", - წერს ტრამპი „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.


საიდუმლო მასალები, რომლებშიც ძირითადად გამოძიების ფედერალური ბიუროს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დოკუმენტაცია შედის, 1992 წელს ცალკე არქივში შეიტანეს და 25 წლის მანძილზე გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო.


აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიტცჯერალდ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ქალაქ დალასში მოკლეს.


 

big_banner
არქივი