logo_geo
უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა
- +

24 ოქტომბერი. 2017. 21:30



უკრაინის გენპროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი თქვა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე.


„ჩვენ გვაქვს სიახლე - თუკი ადრე ვაცხადებდი, რომ მას გააჩნია სტატუსი, რომელიც გამორიცხავს მისი დეპორტაციის ან ექსტრადირების რაიმე გზას, ახლა სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა მას დევნილის სტატუსის მიღებაზე, რომელთან დაკავშირებითაც მას განცხადება ჰქონდა დაწერილი. ბატონმა სააკაშვილმა, როგორც ყოველთვის, არ მიმართა სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით. ამიტომაც ის ახლა აპატრიდია, ყველანაირი სპეციალური გარემოებების გარეშე, რომლებიც გამორიცხავდნენ მის დეპორტაციას ან ექსტრადიციას. და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა ეს ზუსტად იცის", - განაცხადა იური ლუცენკომ.


 

big_banner
არქივი