logo_geo
ფეხბურთის გულშემატკივრის გულწრფელმა წერილმა დიდი რეზონანსი გამოიწვია
- +

25 ოქტომბერი. 2017. 01:22


ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგის გასულ ტურში უმაღლეს ლიგაში წელს გადასულმა "ჰადერსფილდ თაუნმა" ჩემპიონობისთვის მებრძოლი "მანჩესტერ იუნაიტედი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.


Dailymail-ის ცნობით, მატჩის დასრულების შემდეგ, მაშინ როცა გულშემატკივრები ტრიბუნებს ტოვებდნენ, "ჰადერსფილდის" ერთ-ერთმა ფანმა, ადამმა 5 ფუნტი იპოვა და იმის მაგივრად, რომ ჯიბეში ჩაედო, ფული კონვერტში გაახვია, სადაც თანხასთან ერთად წერილიც ჩადო და საყვარელი კლუბის დირექტორს, შონ ჯარვისს გაუგზავნა.


წერილში ეწერა: "მისტერ შონ, თამაშის დასრულების შემდეგ ტრიბუნებთან 5 ფუნტი ვიპოვე. მამამ ასე გამზარდა, რომ სხვისი ფული არ უნდა ავიღო. სწორედ ამიტომ, მინდა ეს 5 ფუნტი გადასცეთ ჩვენი გუნდის ფეხბურთელს, აარონ მუის, რომელიც ჩემი აზრით "მანჩესტერთან" შეხვედრაში" საუკეთესო იყო და ჩვენი საყვარელი გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა".


მოგვიანებით, ეს წერილი ჯარვისმა გაასაჯარობა, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი მოჰყვა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი