logo_geo
დონალდ ტრამპმა აშშ-ში შესვლა მხოლოდ 11 ქვეყნის მიგრანტებს შეუზღუდა
- +

25 ოქტომბერი. 2017. 16:51



ამერიკის შეერთებული შტატები ლტოლვილების მიღების პროგრამას აახლებს, თუმცა 11 ქვეყნიდან მიგრანტების შემოწმების კრიტერიუმებს ამკაცრებს.


აღნიშნული პროგრამის მოქმედება დონალდ ტრამპმა ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ 120 დღით შეაჩერა. ლტოლვილთა მიღების პროგრამის შეზღუდვის ვადა 24 ოქტომბერს ამოიწურა.


დონალდ ტრამპის ახალ განკარგულებაში არ არის მითითებული, თუ რომელ 11 ქვეყანაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, ახალი წესები 90 დღე იმოქმედებს. ამასთან, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამკაცრებულ კონტროლს გაივლიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც აშშ-ისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.


26 ივნისს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ნაწილობრივ ნება დართო პრეზიდენტ ტრამპს 6 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები შემოეღო. ეს ქვეყნებია: ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. ამასთან, აიკრძალა ლტოლვილების მიღებაც.








 

big_banner
არქივი