logo_geo
ესპანეთში ვულკანის ზედაპირზე სპორტსმენის მუმია იპოვეს
- +

25 ოქტომბერი. 2017. 18:53



ესპანეთის კუნძულ ტენერიფის ეროვნულ პარკში მდებარე ვულკანის მწვერვალზე, რამდენიმე წლის წინათ დაკარგული ესპანელი ტრიატლონისტის მუმიფიცირებული ცხედარი აღმოაჩინეს.


39 წლის ვიქტორ ტენი 2014 წლის პირველ იანვარს პარკის ტერიტორიაზე, ვარჯიშის დროს დაიკარგა.


გასულ კვირას, ადგილობრივმა მონადირემ 3 ათას მეტრ სიმაღლეზე, ვულკან ტეიდას მწვერვალთან მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა.


ცხედარი სამაშველო სამსახურების დახმარებით ჩამოასვენეს. ექსპერტების დასკვნით, ის დაკარგულ სპორტსმენს ეკუთვნის.


ვიქტორ ტენის ცხედარი დაბალი ტემპერატურის გამო მუმიფიცირებულ მდგომარეობაში იყო.


მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი