logo_geo
დონალდ ტრამპი: ძალიან ჭკვიანი ვარ, მედია უფრო უკულტუროდ წარმომადგენს, ვიდრე ვარ
- +

26 ოქტომბერი. 2017. 11:04


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, თუმცა მედია მას უკულტუროდ წარმოადგენს.


„ვფიქრობ, მედია უფრო უკულტუროდ წარმომადგენს, ვიდრე ვარ. ხალხს არ ესმის, რომ „აივის ლიგის" უნივერსიტეტში ვსწავლობდი, კარგი სტუდენტი ვიყავი. კარგად ვსწავლობდი. მე ძალიან ჭკვიანი ვარ. მედია დონალდ ტრამპის სულ სხვა სურათს ქმნის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


დონალდ ტრამპი პერიოდულად კონფლიქტში შედის წამყვან ამერიკულ მედიასაშუალებებთან, რომელთა უმეტესობა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს.


 

big_banner
არქივი