logo_geo
2036 წლისთვის მსოფლიოში ავიარესებზე მგზავრების გაორმაგებაა მოსალოდნელი
- +

26 ოქტომბერი. 2017. 17:35



საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) საპროგნოზო მაჩვენებლებით, 2036 წლისთვის მსოფლიოში მგზავრების ნაკადის თითქმის გაორმაგებაა მოსალოდნელი. კერძოდ, ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2036 წელს საჰაერო ტრანსპორტით 7,8 მილიარდი მგზავრი ისარგებლებს.


IATA-ში წელს 4 მილიარდი მგზავრის გადაყვანას ელოდებიან. აღნიშნული მაჩვენებლები მოსალოდნელია იმ პირობებში, თუ სავაჭრო, ვიზა და საავიაციო ბაზრის ლიბერალიზაციის არსებული პროცესები შენარჩუნდება.


საავიაციო ბაზრების ყველაზე სწრაფი ტემპით ზრდა მოსალოდნელია: ჩინეთში (IATA-ს პროგნოზით, 2022 წლისთვის ის გადაასწრებს აშშ-ს), აშშ-ში, ინდოეთში, ინდონეზიასა და თურქეთში. მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით, რეგიონების მიხედვით ლიდერობენ: აფრიკა (5.9%), ახლო აღმოსავლეთი (5%), აზია და წყნარი ოკეანე (4.6%). ევროპის რეგიონში ზრდის მაჩვენებელი 2.3% იქნება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი