logo_geo
ჰავაიში, გზის გადაკვეთისას, სმარტფონებით სარგებლობა აიკრძალა
- +

29 ოქტომბერი. 2017. 16:16


ჰავაიში, ფეხით მოსიარულეებს გზის გადაკვეთისას, სმარტფონებით სარგებლობა აუკრძალეს. ჰონოლულუ პირველი ქალაქია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.


განკარგულება ძალაში უკვე შევიდა. მოტივად კი უბედური შემთხვევებისა და ტრავმების ზრდა დასახელდა. კანონის დამრღვევს ჯარიმა 15-დან 35 დოლარამდე დაეკისრება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი საჯარომო თანხა 99 დოლარამდე გაიზრდება.


გამონაკლისი მხოლოდ სამაშველო სამსახურში დარეკვის შემთხვევაში დაიშვება.


 

big_banner
არქივი