logo_geo
დღეიდან დედამიწას მძლავრი მაგნიტური ქარიშხალი შეუტევს
- +

29 ოქტომბერი. 2017. 20:04


NASA-ს ინფორმაციით, მცირე და საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხლები დედამიწის ზედაპირს 27-28 ოქტომბერს მოაღწევს, 2 და 3 ნოემბერს კი პლანეტას ბევრად მძლავრი გეომაგნიტური ქარიშხალი შეუტევს.


აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიამაც.


ამ დროისათვის კოსმოსურ სივრცეში მზის ქარის ორი მკვრივი ნაკადი შეინიშნება.


მაგნიტური ქარიშხლები ცუდად მოქმედებს დედამიწის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ჰიპერ- და ჰიპოტონიკებზე და ასევე გულით დაავადებულებზე. ინფარქტების, ჰიპერტონიული კრიზებისა და ინსულტების დაახლოებით 70% სწორედ მზის ქარიშხლების პერიოდზე მოდის.


გარდა ამისა, მაგნიტურ ქარიშხლებს თან სდევს თავის ტკივილები, შაკიკი, გახშირებული გულისცემა, უძილობა, სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება, წნევის ცვალებადობა და სხვ. მეცნიერების თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ მაგნიტური ველის მერყეობისას ადამიანის ორგანიზმში კაპილარული სისხლნაკადი ნელდება და ქსოვილებში ჟანგბადის შიმშილი იწყება.


სპეციალისტების თქმით, მაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენის ქვეშ დედამიწის მოსახლეობის 50-75% ექცევა. 


 

big_banner
არქივი